პოლიტიკა

მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს

07.11.19 11:15


განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით. ის პრინციპი, რომლსაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები