საზოგადოება
07.11.19 11:30
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას “სურსათის ეროვნული სააგენტო” ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში – “ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.
სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნეს-ოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) “ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) “ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.
სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს “ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს “ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.
მიკრობიოლოგიური დარღვევა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშშიც (მწარმოებელი “Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს “სანი“) გამოვლინდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -“ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთ აღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს “ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია “ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა.
აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მამუკა მდინარაძე - გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება
18:0009.12.19
-
17:4009.12.19
-
ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად
17:2009.12.19
-
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, როგორც ომის დეტონატორი
17:0009.12.19
-
16:4009.12.19
-
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
16:2009.12.19
-
გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები
16:0009.12.19
-
15:4009.12.19
-
შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
15:2009.12.19
-
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15:0009.12.19
-
ილია მეორე: რაღა საზღვარგარეთ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები
14:4009.12.19
-
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება
14:2009.12.19
-
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა
14:0009.12.19
-
წულუკიანი ევროპარლამენტარებს: ქართულ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები
13:4009.12.19
-
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი ლევან სურგულაძე ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
13:2009.12.19
-
ანდრიუს კუბილიუსი: პროპორციულ სისტემას არჩევნებზე გაცილებით დაბალანსებული შედეგის მოტანა შეუძლია
13:0009.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც აზრები გაყოფილია
12:4009.12.19
-
მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს
12:2009.12.19
-
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან
12:0009.12.19
-
პეტრას ასტრევოჩუსი: პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ
11:4509.12.19
-
თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება
11:3009.12.19
-
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს ბრიფინგს გამართავს
11:1509.12.19
-
11:0009.12.19
-
ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
10:4509.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება
10:3009.12.19
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემაზე მორიგ შეხვედრას მართავენ
10:1509.12.19
-
10:0009.12.19
-
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა
18:0006.12.19
-
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
17:4006.12.19
-
მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს
17:2006.12.19
-
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
17:0006.12.19
-
კახა კალაძე: დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს
16:4006.12.19
-
კონსტანტინე კოსაჩოვი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ვართ დაინტერესებული
16:2006.12.19
-
"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს
16:0006.12.19
-
15:4006.12.19
-
ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
15:2006.12.19