საზოგადოება

“სანამ გამოძიება და ექსპერტიზა არ დასრულდება, ვერაფერს გეტყვით” – ქრისტეფორე წამალაიძე შვილის გარდაცვალებაზე

07.11.19 14:20


“სანამ გამოძიება და ექსპერტიზა არ დასრულდება, მანამდე ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა ნეტგაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ყოფილმა წევრმა, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძემ.

ეპისკოპოსი (იერემია) იასონ წამალაიძე გარდაიცვალა. იერემია (იასონ) წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

ქრისტეფორე წამალაიძის თქმით, მისი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში კუჭი აწუხებდა.

ქრისტეფორე წამალაიძის ცნობით, იგი საკუთარ ბინაში გარდაიცვალა გვიან ღამით. “გამოვიდა ოთახიდან და ჩაიკეცა”.

წამალაიძის თქმით, მის მიმართ მუქარებსა და თავდასხმაზე არ ილაპარაკებს, სანამ საერთო საეკლესიო კრება არ იქნება მოწვეული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები