პოლიტიკა

მარკ დი პაოლო - საქართველო ნატო-სთან ურთიერთობის დასაწყისიდანვე სიტყვებს ქმედებებად აქცევს

07.11.19 15:00


ძალიან დიდი მადლობა ბატონო მინისტრო პარტნიორობისთვის, რომ რეალურად სიტყვებს ქმედებებად აქცევთ. ჩვენ ვცდილობთ, დაგეწიოთ და მოგამზადოთ ალიანსის წევრობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა, მარკ დი პაოლომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. კონფერენციის პანელზე - "საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა: სიტყვებიდან ქმედებამდე" საუბრისას მარკ დი პაოლომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალურ უსაფრთხოებასა და აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს მისიებში.

“საქართველო ნატო-სთან ურთიერთობის დასაწყისიდანვე სიტყვებს ქმედებებად აქცევს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების გვერდით მსახურობენ 1999 წლიდან კოსოვოში და ეს მხარდაჭერა გრძელდება. ეს ხანგრძლივი უერთიერთობა გახლავთ და მოხარული ვარ, რომ გრძელდება და აგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას. თქვენ ნატო-ს მოკავშირეების გვერდით იყავით 2003-2008 წლებში. ეს არ იყო მარტივი.

რა თქმა უნდა, ავღანეთი უნდა აღვნიშნოთ. 2004 წლიდანაა ავღანეთში საქართველო. ამჟამად 880 ჯარისკაცი მსახურობს. დღესაც არასაბრძოლო მისიის ფარგლებში საქართველო იქ გახლავთ, ყოველგვარი დათქმებისა და ყოყმანის გარეშე ასრულებენ მოვალეობებს. არასაბრძოლო მისია არ ნიშნავს, რომ რისკი არ ახლავს თან. ორი წლის წინ, 3 სექტემბერს სერჟანტი პაპიაშვილი ბაგრამში დაიღუპა. გვახსოვს ის და ყველა სხვა,“ - აღნიშნა მარკ დი პაოლომ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები