საზოგადოება

დღეს, Ryanair ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს

07.11.19 16:40


7 ნოემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair დაიწყებს ოპერირებას. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით 21:15სთ-ზე შესრულდება.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება.

Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები