ეკონომიკა

Ryanair-მა საქართველოში პირველი რეისი შეასრულა

08.11.19 10:30


7 ნოემბრის საღამოს დაბალბიუჯეტურმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა პირველი რეისი შეასრულა საქართველოში.

პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით საღამოს 10 საათისთვის შესრულდა.

კომპანიის ცნობით, 9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. ასევე, ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2-ჯერ იფრენს, ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ – მილანის მიმართულებით. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

საერთო ჯამში, 2020 წლისთვის ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის 12 მიმართულებით შეასრულებს რეისებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები