პოლიტიკა

გიორგი გახარია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

08.11.19 18:15


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენება საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი.

მათივე ცნობით, ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან.

„მთავრობის მეთაურმა კონგრესმენ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლეს დონეს ადასტურებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში, არაერთი მიმართულებით მიაღწია.

საუბრისას ასევე განხილული იყო საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები”,-აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები