პოლიტიკა

ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მომიტინგეებს კინოეთატრში შესვლისაკენ მოუწოდა

08.11.19 18:45


ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მომიტინგეებს კინოეთატრში შესვლისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, ისინი თბილისის კინოთეატრებთან 19:00 საათისათვის მივლენ.

მისი თქმით, მომიტინგეებმა პოლიციის კორდონები გვერდზე ძალადობის გარეშე, “ხელის შებრუნების გარეშე” გაწიონ.

“მივიდეთ თუ პოლიცია დაგვხვდება რომელიც არ შეგვიშვებს გავწიოთ გვერდით, მივაწვეთ მათ”, – განაცხადა ვასაძემ.

“შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები. თითოეულ დარბაზში სადაც შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და და მოვუწოდებთ დამსწრეებს რომ კინოთეატრი დატოვონ. ჩვენ შევალთ საოპერატოროებში და ტექნიკის დაზიანების გარეშე, დავაჭერთ ღილაკს ხელს და გავთიშავთ ჩვენებას. თუ ჩვენ ამაში ხელს შეგვიშლიან და იძალდებებნ, იცოდეთ ამის შემხედვარე ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტი გამოვა”, – განაცხადა ვასაძემ.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები