პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვია

11.11.19 10:00


ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური მდივნის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივანის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავჯდომარეობის მოახლოებას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

„მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დადგენილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში", - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქარველოს 10-11 ნოემბერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები