პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია

11.11.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ გერმანია მაგალითია იმისა, რომ ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია.

„გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია. დღეს ჩვენი კედელი მავთულხლართებია საოკუპაციო ხაზზე, სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა. ამის მოშლა ჩვენზეა დამოკიდებული. გუშინ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი აღინიშნა“, – წერს ზურაბიშვილი .

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები