პოლიტიკა

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

11.11.19 11:10


27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტის ეწვია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი.

საქართველოს საგარეო სამეთა ინფორმაციით ეს გახლავთ გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს მართავს საქრთველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა. აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქრთველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით 11 ნოემბერს 10:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა და 11:00 გაკეთდება განცხადებები პრესასთან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები