საზოგადოება

ილია მეორე: ქართველი ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს, დააფასეთ, მხარში ამოუდექით...

11.11.19 11:50


ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისათვის.

პატრიარქმა ისაუბრა ადამიანის ნიჭზე და ნიჭიერი ადამიანების მიმართ თანადგომაზე.

ილია მეორე ასევე შეეხო ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის.

„უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. არაერთხელ შეგახსენეთ, რომ ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ კურთხევა, დედაო, მამაო დამლოცეთ მე და მათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა, კურთხევა თქვენზე“, - აღნიშნა ილია მეორემ.

მამუკა ხაზარაძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ილია მეორეს.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს არის დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენების დღე.

„მეტეხის ხიდზე, როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში, მე თვითონ ვეცდები, 17:00 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“, – ბრძანა პატრიარქმა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები