პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი მეუფე პეტრეს "ნაციონალური მოძრაობის" რუპორს უწოდებს

11.11.19 14:10


„პოლიტიკოსის ხედვები უფრო მეტად დავინახე, ვიდრე სასულიერო პირის“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მეუფე პეტრეს განცხადებებს.

დავით მათიკაშვილი მეუფე პეტრეს „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორს უწოდებს.

"უფრო მეტად პოლიტიკოსის ხედვები დავინახე ვიდრე სასულიერო პირის.

ეს არის აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანის ხედვა ყველაფერ დანარჩენთან ერთად. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმ სიბინძურეზე და ტყუილებზე. აშკარად ჩანდა მისი განწყობა, მისი სურვილები, მისი პოლიტიკური გემოვნება თუ საითკენ იხრება. არა ერთგზის გაუსვა მან ხაზი. ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მე ამ პარტიის რუპორის ინტერვიუს უფრო ვუსმენდი, ვიდრე სასულიერო პირის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.

მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ეკლესიაში შესაძლო გაუპატიურების თემაზე ისაუბრა. ამასთან, მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები