პოლიტიკა

არსად წასვლას არ ვაპირებ, გასაქცევი სხვები არიან - კორუფციაში დადანაშაულებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში დაბრუნდა

11.11.19 16:30


„არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან“,- ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

ყოფილი მთავარი პროკურორი, „პრაიმტაიმმა“ წყნეთში საკუთარ სახლთან ჩაწერა.

„სისულელე. გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს პირად საქმეებზე მოგზაურობა საზღვარგარეთ ხშირად მიწევს და ეს ვიღაცებს ილუზიას უქმნის. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან.

საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან დიდხანს ვიმუშავე და კორუფციულ გარიგებებში არაერთი მაღალჩინოსანი ვამხილე, რომელთა ქმედებები შემდგომ სასამართლომაც დაადასტურა.

შესაბამისად, ამ თავდასხმითა და დისკრედიტაციით, რაც ჩემზე მოდის მათ საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გამოსწორება უნდათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ“, - უთხრა ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციული ბრალდებების გამო, ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ თავშესაფარი მოითხოვა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები