მსოფლიო

რუსეთი მზადაა, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს – ლავროვი

12.11.19 10:45


“რუსეთი მზადაა, სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერევანში დღეს, 11 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც დაახლოებაზე, ურთიერთობების დათბობაზე.

ჩვენს ყველა ისტორიულ და გეოგრაფიულ მეზობელთან ვავითარებთ ურთიერთობებს. ყველასთან ნორმალური ურთიერთობები გვსურს გვქონდეს. ყველანაირად ვუწყობთ ხელს იმას, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული პრობლემები გადაიჭრას.

2010 წელს ძალიან აქტიურად ვუწყობდით ხელს ე.წ. ციურიხის პროტოკოლების მიღებას. მაშინ სერიოზული ეჭვები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი სომეხი კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ “არა, რადგან შეგვპირდნენ, ასეც იქნებაო”. სამწუხაროდ, კარგად იცით, ციურიხის პროტოკოლებს რა ბედი ეწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ სრული მზაობა გვაქვს, თუმცა ამაში ორივე მხარე უნდა იყოს დაინტესებული”, – განაცხადა ლავროვმა.

თურქეთთან ურთიერთობების პრობლება, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, პოსტსაბჭოთა სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები