პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სოფელ ფერმასა და ჩანგილარში მოსახლეობას შეხვდნენ

12.11.19 11:30


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ, ამჯერად გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე, შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბადრი ბასიშვილთან ერთად კასპის სოფელ ფერმასა და ჩანგილარს ესტუმრნენ.

სასმელი და სარწყავი წყალი, მოუწესრიგებელი შიდა სასოფლო გზები, სოციალური პრობლემები - ეს ის ჩამონათვალია, რომელზეც სოფლის მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

სოფლის მაცხოვრებლებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დახმარებას დაჰპირდნენ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები