პოლიტიკა

ირაკლი ანთაძე: ახალგორის გადასასვლელების გახსნაზე პასუხი უცვლელია

12.11.19 17:30


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეები ახალგორის გადასასვლელის გახსნაზე ვერ შეთანხმდნენ.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიციები კვლავ იყო უცვლელი და არ დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ჩაკეტილი გადასასვლელები დაუყოვნებლივ გახსნილიყო, პასუხი ამჯერადაც არის უცვლელი. რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეებს, მე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხე და მითხრეს, რომ არის დამაკმაყოფილებელი.

ხოლო გათავისუფლების საკითხზე განმიცხადეს, რომ გადიან ეგრეთწოდებულ პროცედურებს და ზუსტ დროს მოგვიანებით განგვიცხადებენ",- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისი განცხადებით, დეკემბრის თვეში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს ორი მოსახლე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, გუშინ დააკავეს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები