ეკონომიკა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3226 ლარი გახდა

17.08.16 16:45


ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3226 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3226 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3354 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6183 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6096 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები