პოლიტიკა

რა ბედი ელის პროპორციულ საარჩევნო სისტემას? - მდინარაძე "ოცნებაში" დაპირისპირებას ადასტურებს

12.11.19 17:45


„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დღეს ფაქტობრივად დაადასტურა „ნიუპოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა.

დეპუტატმა ელენე ხოშთარიას საპასუხოდ თქვა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ცეცხლის შენთება საჭირო არ არის.

"ძალიან კარგად იცით იმ დუღილისდა და ტემპერატურაზე, რაც არის მათ შორის უმრავლესობაში, რომელიც იყო და დღესაც არის. გეთანხმებით, რომ დღეს არის ისტორიული დღე და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამიტომ დუღილის ტემპერატურას კიდევ ქვემოდან შენთება არ სჭირდება.

თუ შეიძლება ეს გაითვალისწინოთ“-თქვამდინარაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ქართული ოცნების" დეპუტატებს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესის ჩაშლა სურთ. დეპუტატს მიზეზად პარლამენტში დილიდან მიმდინარე დაპირისპირების ფაქტები მოჰყავს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები