პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

13.11.19 11:50


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე.

„მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულიბას ევროკავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის შესაბამის ფორმატებში და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები