საზოგადოება
13.11.19 12:30
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენის „Stockholm Food and Wine 2019“ ფარგლებში, წარმოდგენილმა ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც შვედი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ღვინის სამშობლოში ვიზიტის, ქართული ღვინის ნაირსახეობების გაცნობის და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ექსპორტის სურვილი გაუჩინა.
„მოხარული ვარ ქართული ღვინით ასეთი მასშტაბური დაინტერესებით.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილოების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.
ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შვედეთის სამეფოდან სტუმრებს და მოხარული ვიქნებით ორ ქვეყნას შორის ღვინის ინდუსტრიაში აქტიური თანამშრომლობით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში „Stockholm Food and Wine 2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.
მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24