საზოგადოება
13.11.19 14:30
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს.
„კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.
შეიძლება სულ რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. ამდენად, ისნის პანდუსთან განთავსებულ 120-მეტრიან მონაკვეთში განახლებული ქსელი გვექნება.
მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს. პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით. ნოემბრის ბოლოს საგზაო მოძრაობა გახსნილი უნდა იყოს და ავტომობილებს შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ გადაადგილება.
პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24