პოლიტიკა

"ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს" - ნინო ბურჯანაძე

13.11.19 14:50


პროპორციული სისტემის ჩაგდების შემხვევაში ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

“ჩვენი დღეს აქ ერთად ყოფნა საუბრობს იმაზე, რომ ყველა დიდი მოლოდინით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი 20 ივნისის შემდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო სწორი და ადეკვატური ნაბიჯი. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დანაპირები, რომელიც მოქალაქეებისა და ოპოზიციის წინაშე იყო, არ შეიცვლება. ვინაიდან ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისს და და სერიოზულ პრობლემას ქვეყანაში. ჩვენი აქ შეკრება არის მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაპირება შესრულდეს და ამავდროულად, გაფრთხილება ყველა იმ დეპუტატის, რომელიც ახლა ვაჭრობს და ცდილობს თავისთვის დივიდენდები მიიღოს, ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას. ვერავინ დაიჯერებს, რომ ცალკეული დეპუტატები ამას აკეთებენ დამოუკიდებლად, შეიძლება ეს მათ პირად ინტერესებში შედის, მაგრამ ხელისუფლებას აქვს იმას რესურსი, რომ თუ მათ არ უნდათ ამ კანონპროექტის ჩაგდება, ამ დეპუტატებმა ეს ვერ შეძლონ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები