პოლიტიკა

კახა საბანაძე კინოჩვენებებთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე: შსს-მ მაქსიმალური გააკეთა, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი

13.11.19 15:30


შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მოძრავი ექსპრესფილიალების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა.

„პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, რაც მთავარია, გამოხატვის უფლება და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა. რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა კანონის მიხედვით შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა საბანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები