პოლიტიკა

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

13.11.19 16:50


თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები