პოლიტიკა
13.11.19 17:45
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია დაეკისრა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით- კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს.
„ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველდღე. ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება.
„კიბერუსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას დაავალა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მამუკა მდინარაძე - გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება
18:0009.12.19
-
17:4009.12.19
-
ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად
17:2009.12.19
-
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, როგორც ომის დეტონატორი
17:0009.12.19
-
16:4009.12.19
-
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
16:2009.12.19
-
გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები
16:0009.12.19
-
15:4009.12.19
-
შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
15:2009.12.19
-
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15:0009.12.19
-
ილია მეორე: რაღა საზღვარგარეთ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები
14:4009.12.19
-
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება
14:2009.12.19
-
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა
14:0009.12.19
-
წულუკიანი ევროპარლამენტარებს: ქართულ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები
13:4009.12.19
-
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი ლევან სურგულაძე ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
13:2009.12.19
-
ანდრიუს კუბილიუსი: პროპორციულ სისტემას არჩევნებზე გაცილებით დაბალანსებული შედეგის მოტანა შეუძლია
13:0009.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც აზრები გაყოფილია
12:4009.12.19
-
მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს
12:2009.12.19
-
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან
12:0009.12.19
-
პეტრას ასტრევოჩუსი: პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ
11:4509.12.19
-
თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება
11:3009.12.19
-
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს ბრიფინგს გამართავს
11:1509.12.19
-
11:0009.12.19
-
ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
10:4509.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება
10:3009.12.19
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემაზე მორიგ შეხვედრას მართავენ
10:1509.12.19
-
10:0009.12.19
-
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა
18:0006.12.19
-
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
17:4006.12.19
-
მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს
17:2006.12.19
-
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
17:0006.12.19
-
კახა კალაძე: დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს
16:4006.12.19
-
კონსტანტინე კოსაჩოვი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ვართ დაინტერესებული
16:2006.12.19
-
"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს
16:0006.12.19
-
15:4006.12.19
-
ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
15:2006.12.19