პოლიტიკა

პრემიერი: პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება იყო

14.11.19 10:40


"პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას",- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს.

"მინდა შევეხო იმ პოლიტიკურ პროცესს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე. პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ჩვენი მოქალაქეების წინაშე",- განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები