პოლიტიკა

თამარ ხულორდავა: ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრად მოგვიწოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმას მხარი დავუჭიროთ

14.11.19 13:10


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას თქმით, უმრავლესობის სხდომაზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა მკვეთრი მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირონ.

დეპუტატის თქმით, არის იმის მოლოდინი, რომ ზოგიერთმა მისმა თანაგუნდელმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭიროს.

"საკითხი არის ძალიან რთული, იწვევს ვნებათაღელვას სხვადასხვა პარტიის წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ თავიანთი პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ძალიან მკვეთრად, არაერთხელ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა მოწოდება ყველა ჩვენგანის მიმართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რამდენიმე კოლეგას აქვს ძალიან კატეგორიული პოზიცია, არის დაშვება და მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად ამისა არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი და ჩვენ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხადრაჭერის იმედი, იმიტომ რომ მათი და ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით ნამდვილად არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ეს ცვლილება დღეს მივიღოთ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა დღეს იგეგმება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები