პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მოდის 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს

14.11.19 13:50


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ყველა “გადააგდო, გააცუცურაქა”.

„როგორც მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაქა. ერთი რამე ვიცი, მალე გიორგობის დღესასწაული მოდის 23 ნოემბერი, ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია მეგობრებო.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,-თქვა სააკაშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები