პოლიტიკა

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საკმარისი ხმები ყოფილიყო – თალაკვაძე პროპროციულზე

14.11.19 14:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანონპროექტი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ პარლამენტს მიეღო.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო მრავლესობა ჩვენ ამ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ.

ჩვენ შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება, ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმდჯომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, მიუხედავად, ამისა საკმარისი ხმების მობილიება ვერ მოხერხდა,“ – ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები