პოლიტიკა

ნიკა მელია: პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს

14.11.19 14:50


“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს.

“სიმართლე გითხრათ, როგორც არასდროს ვარ მშვიდი, ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასრულდება. ეჭვი არ მეპარება ამაში, რადგან მაღალი წარმოდგენის ვარ ქართულ საზოგადოებაზე. ყველა ის ოპტიმისტი საქართველოს მოქალაქე, ვისაც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ არ გააკეთებდა ივანიშვილი, რასაც ადგილი ჰქონდა, ისიც კი დარწმუნდა იმაში, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითთან. პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში,” – აღნიშნა მელიამ.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები