პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: „არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ამერიკიდან მართული, რუსეთიდან თუ სიდნეიდან.“

14.11.19 15:10


"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრის ჩაგდებას ეხხმაურება და ამბობს:

"მე არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს იმაზე, თუ საიდან იმართება მიმდინარე პროცესი, თუ საერთოდ საიდანმე იმართება. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ამერიკიდან მართული, რუსეთიდან თუ სიდნეიდან.

ეს არ აწყობს ჩემს ქვეყანას და მე ყოველთვის ვიქნები ჩემი თანამებრძოლებთან და თანაგუნელებთან ერთად იმ პოზიციაზე, რომელიც აწყობს მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. ამიტომ მე ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა კონსტიტუციური მეთოდით იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური საარჩევნო გარემო და ხალხს მიეცეს იმის საშუალება საკუთარი გადაწყვეტილებით აირჩიოს ქვეყნის ხელისუფლება. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს არ შეიძლება ახლა იყოს მშვიდად და გვერდიდან უყურებდეს ამ პროცესებს"- აცხადებს ბურჯანაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები