მსოფლიო

ინდოეთში გადაუღებელმა წვიმამ სულ ცოტა 13 ადამიანი იმსხვერპლა

17.08.16 17:45


ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში გადაუღებელი წვიმის შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო IANS-ზე დაყრდნობით.

შტატის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა უკვე ერთი დღე და ღამეა, გრძელდება. უმრავლესობა სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა, რომლებმაც უხვ ნალექს ვერ გაუძლო. გარდა ამისა, ორ ადამიანს მეხი დაეცა, იუწყება IANS-ი შტატის შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავსხმა წვიმა რეგიონში კიდევ ორი დღე-ღამე გაგრძელდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები