პოლიტიკა

კალაძე უმრავლესობიდან გასულ 7 დეპუტატთან კონსულტაციებს აანონსებს

14.11.19 16:50


თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის დაშლა გამორიცხა და განაცხადა, რომ 7 დეპუტატმა მათი რიგების დატოვების გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეს:

“რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, იქნება შეხვედრები და შემდეგ მივიღებთ კიდევ უფრო დაზუსტებულ გადაწყვეტილებებს” – განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით კალაძემ განაცხადა, რომ ის არ მოელოდა ამ გადაწყვეტილებას და საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა მისი თქმით “ქართული ოცნება” დემოკრატიული პარტიაა და ყველას ერთი მოსაზრება ვერ ექნება:

“ჩემთვის ბევრი რამ არ არის მისაღები, მაგრამ მთავარია გუნდის შენარჩუნება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა” – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თბილისის მერმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ვერ ხედავს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები