მსოფლიო

ამერიკის სენატში რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ დაბლოკეს

14.11.19 17:45


სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, შეერთებული შტატების სენატში რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ დაბლოკა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ფაქტი შეერთებულ შტატებში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ვიზიტს უკავშირდება.

”ახლახანს შევხვდი პრეზიდენტ ერდოღანს. იმედი მაქვს, რომ თურქეთი და სომხეთი თავად შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას, ”- განაცხადა გრეჰემმა. მისივე თქმით, მან რეზოლუცია არა წარსულის გამო, არამედ მომავლისთვის დაბლოკა.

თემაზე ცოტა ხნით ადრე კომენტარი თურქეთის პრეზიდენტმაც გააკეთა.

მისი თქმით, მას სჯეროდა, რომ სენატი გონივრულად იმოქმედებდა და არ გაიმეორებდა იმ შეცდომას, რაც წარმომადგენელთა პალატამ დაუშვა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები