მსოფლიო

ბაქოში მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა სამიტში პრეზიდენტი ალიევი მონაწილეობს

14.11.19 18:00


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მონაწილეობას იღებენ ბაქოს მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტში, რომელიც დღეს გაიხსნა ბაქოში, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

სამიტში მონაწილეობას იღებენ ხუთი კონტინენტის 70 ქვეყნის ლიდერები და ასევე ტრადიციულ რელიგიათა და რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში, რომელიც 14-15 ნოემბერს გაიმართება, განიხილება თემები: „აზერბაიჯანის როლი მულტიკულტურიზმის, ტოლერანტობისა და რელიგიათშორის სოლიდარობის პროპაგანდაში“; „რელიგიური ლიდერები ტერორიზმის, აგრესიის, ქსენოფობიის, ილსამოფობიის, ანტისემიტიზმისა და ქრისტიანოფობიის წინააღმდეგ“; „რელიგიურ ლიდერთა, სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეთა ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობა ქალებისა და ბავშვების უფლებათა დაცვის საქმესა და ახალგაზრდობის განათლებაში“.

სამიტის შედეგების მიხედვით იგეგმება ბაქოს დეკლარაციის მიღება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები