პოლიტიკა

ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - იმ ფონზე, რომ ყველა მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღებაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია

15.11.19 10:30


საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს ტიტუს კორლატეანი(რუმინეთი) და კლოდ კერნი(საფრანგეთი) აწერენ.

განცხადების თანახმად, ისინი შეწუხებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"ჩვენ ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო.

პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება იყო და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი,"- წერენ ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

თანამომხსენებლები ყველა მხარეს და განსაკუთრებით მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ განიხილონ შესაძლებლობები, რომლითაც ეს შესწორებები მომავალ არჩევნებამდე აისახება კონსტიტუციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები