პოლიტიკა

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

15.11.19 12:00


თბილისის ცენტრალური გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. რუსთაველზე აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა მათგანმა ღამე გაათენა.

"რუსთაველი დაკავებულია და დაკავებული იქნება, ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ გვქონდეს პერმანენტული აქციები მიზნის მიღწევამდე. საერთო ამოცანა არის, რომ დავუბრუნოთ ადამიანებს არჩევნები, რაც წაართვა ივანიშვილმა",- აცხადებს "ერვროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. იგი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

"ყველა პარტიას, ყველა ადამიანს ვუერთდები, რაც კი ხდება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ მე უკვე აქ ვდგავარ მესამე ზამთარი მოდის, იმის მოლოდინში, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ არაფრის გამო მოკლული იმ ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღდგება,"- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე განახლდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები