საზოგადოება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს

17.08.16 18:05


„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში, ქალაქ გორთან ახლოს მშენებარე, ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის 35 კვ-იან საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს, რომლის სიგრძე დაახლოებით 7,5 კმ იქნება. ქარის პირველი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენს.

ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება 6 ერთეული ქარის გენერატორი, თითოეულის სავარაუდო სიმძლავრე 3.45 მგვტ იქნება. ტურბინა-გენერატორები ერთმანეთს მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში, სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „გორი-220“ მიუერთდება.

პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ასევე განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სამონტაჟო სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ქარის ელექტროსადგური სსე-ის სადისპეტჩერო ცენტრს დაუკავშირდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები