პოლიტიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილი: მესამე ზამთარი მოდის, აქ ვდგავარ, ნურავის შეეშინდება სიცივის

15.11.19 13:40


მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს და საზოგადოებას რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"კარგი იქნებოდა, რომ ასეთ ვითარებაში არ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, რომ ყოველთვის ამ ხელისუფლების არასტაბილურობა და არააადამიანურობა არ გვაერთიანებდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გვიწევს, რადგან ამ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით.

ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს და გულისტკივილი გამოვთქვა: მართალია, ზამთარი მოდის, ცივა, მაგრამ როგორც ახლა ვდგავართ, ასე ვდგავარ. უკვე მესამე ზამთარი მოდის და ჩემი თხოვნა იქნება, ნურავის ნუ შეეშინდება სიცივის ან ზამთრის"- აცხადებს მაჩალიკაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები