პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15.11.19 15:00


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და სამდივნოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციის გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო და სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობისთვის მთავარი პლატფორმა გახდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები