საზოგადოება

მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

15.11.19 16:40


ოსური მედიის ცნობით, ლენინგორის (ახალგორი) საოლქო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, დღეს გაიმართა.

„ლენინგორის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება“,-აცხადებენ „კაგებეს“ პრესსამსახურში.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები