პოლიტიკა
18.11.19 10:30
თბილისში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება.
„როიტერსის“ ცნობით, საქართველოს დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს.
„თბილისში დაახლოებით 20 000 ადამიანი ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა“,-წერს გამოცემა.
„როიტერსი“ ევროსაბჭოსა და ამერიკის საელჩოს განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებენ, იპოვონ გამოსავალი.
„SBS News“-ის ინფორმაციით, თბილისში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მათი ინფორმაციით, 20 000-ზე მეტი ადამიანი მთავრობის გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვდა. მათივე ცნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინეს.
„ათასობით ქართველი თბილისის ქუჩებში აქციებს მართავს, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა შეპირებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩააგდეს“,- ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. მათივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაპირების არშესრულებამ, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე არაძალადობრივ აქციაზე ნატოს, ევროკავშირის და საქართველოს დროშები ფრიალებს. მათივე თქმით, ათასობით ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული „ქართული ოცნების“ მიერ შეპირებულ რეფორმას მოითხოვს, რომელიც კანონმდებლებმა ჩააგდეს.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული დაპირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24