პოლიტიკა

პარლამენტთან აქციაზე 5500 მომიტინგე იყო – შსს

18.11.19 10:45


საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ დაახლოებით 5500 მომიტინგე იმყოფებოდა.

რაც შეეხება მეორე აქციას, რომლის ორგანიზატორიც პატრიოტთა ალიანსია და რომელიც რეპსუბლიკის მოედანზე ჩატარდა, იქ შსს-ს ცნობით, სულ 1500 მომიტინგე იმყოფებოდა. “ბათუმში აქციაზე 50-მდე ადამიანი იყო”.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო როიტერის გამოთვლით, თბილისში გამართულ აქციას დაახლოებით 20 000 ადამიანი ესწრებოდა.

პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია 15.00 საათზე დაიწყო.

მასში მოქალაქეები, ასევე, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილებდნენ პატრიოტთა ალიანსის გარდა. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი, პროპორციული არჩევნებია. დემონსტრანტებმა ბოქლომებით ჩაკეტეს პარლამენტის სამივე შესასვლელი და განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

პარლამენტთან გაშალეს კარვები, სადაც მომიტინგეების ნაწილი ღამეს გაათენებს.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები