პოლიტიკა

ლუიზა ვინტონი - ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატია ახლა მოქმედებაშია, რაც პროტესტში გამოიხატება

18.11.19 12:00


საქართველოს გადასაწყევტია, თუ რა პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება მისი დემოკრატიის სტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის [UNDP] მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამა მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„მინდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირებით. უპირველეს ყივლისა მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რა პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება დემოკრატიის სტრუქტურა. გაერო-ს განვითარების პროგრამა მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, როდესაც ეს გამოცხადდა ზაფხულში, რადგან ამან დაასრულა ძალიან დაძაბული პოლიტიკური კომფრონტაცია. ჩვენ ვხედავდით, ის სამართლიანად ასახავდა ამომრჩეველთა პოზიციას.

ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატია ახლა მოქმედებაშია, რაც პროტესტში გამოიხატება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირება იყო, თუმცა ის არ შესრულებულა. ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია არჩეულ კანონმდებლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუკი ისინი მათი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ არიან“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 793


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები