ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი IV

17.08.16 18:50


თბილისის ეგრეთ წოდებული სადაო ეკლესიები

თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო ,
რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ,
საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები,
ჩინგიზ -ხანები და სხვა აღმოსავლეთის
სულთებნი და შაჰები.
თბილისი კი იდგა , როგორც ციხე-სიმაგრე საიდანაც მთელი საქრიასტიანოს ისინი
სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი
თუ აღწევდნენ ევროპას.
ჰუგო ჰუპერტი
ცნობილი ავსტრიელი პოეტი და ვეფხისტყაოსნის მთარგმნელი.

ამ სიტყვებში არაფერია გადაჭარბებული. მასში ობიექტურად არის შეფასებული თბილისის მნიშვნელობა და როლი ევროპის ისტორიაში. ძნელად მოიძებნება მსოფლიოში დედაქალაქი მტრების იმდენი რბევა აკლება გადაეტანოს, რამდენიც არგუნა ბედმა თბილისს. ქართველ მეფეთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მოითქვამდა თუ არა ქვეყანა სულს, უმალ იწყებდნენ დანგრეულ-დაქცეული ეკლესია-მონასტრების აღდგენას არამარტო თბილისის არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე დროს ახალ საკულტო ნაგებობების მშენებლობასაც ეწეოდნენ. მართალია , ზოგი მათგანი გარეშე მტრების, ზოგიც შინაურის ,,წყალობით’’ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი შემოგვრჩა. მათ მოვლა-პატრონობა , მზრუნველობა რომ სჭირდება ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. ამ მხრივ საქმე დაიძრა. ახლახან შეიქმნა ,,ქართული ტაძარ- მონასტრის აღმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილ-მამულო ბანკის საერთაშორისო ფონდი’’. ამ ფონდმა დაარსა სერია ,,თბილის ეკლესიების ბედი’’.
თბილისის 28 ეკლესია არის ეპ. მირზახანიანის სომხურ მხარეს გადასაცემ სიაში. ამ სიის რიგითობას არ მივყვები.
თბილისის მეიდნის (კათოლიკე) სურბ-ასტვაწაწინ- სურბ გევორგის ეკლესია

მდიდარ სომეხ უმეკს მიეწერება სურბ-ასტვაწაწინის - სურბ-გევორგის მშენებლობა (1251). ამის შესახებ ეკლესიის დასავლეთ კედელზე ყოფილა სომხური წარწერა, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ამ წარწერის შესახებ ვგებულობთ ჟურ. „არარატის“ (თბილისი) 1850 წლის N 4, გვ. 51 ნომრიდან. მასში გამოქვეყნებულია ნარკვევი „ქალაქ თბილისის აღწერილობა“. ვარაუდობენ ავტორია ჟურნალის რედაქტორი გაბრიელ პატკანიანი (1802-1889). ნარკვევი გვაუწყებს შემდეგს: პირველი- ეს ეკლესია იყო კათოლიკე, მეორე- მისი ამშენებელი ყოფილა თავადი უმეკი, მესამე-ეკლესია აგებულია წელსა 700-სა, სომხური 700 შეესაბამება უფლის 1251 წელს.
ეს არის სავარაუდოდ რედაქტორი მისი გადმოცემული ძველი სომხური წარწერის შინაარსი.
ეს თუ ასეა მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა-არის კი ზუსტად გადმოცემული წარწერის შინაარსი? ხომ არ არის ტენდენციური?... აქ ერთი საინტერესოა, როგორც აკად. ი. ორბელი წერს - „Но эта запись, как видно со злым умыслом повреждена. Новая запись на той же стене к затеду (нижнюю сторону) от двери, и там написано, что эта церковь построена в 80-ом (2) году; и чтобы подтвердить эту последнюю дату и показать церковь более древнюю, том несравненный памятник стерли.“
ძველი სომხური წარწერა წაუშლიათ და ახალი გაუკეთებიათ, რატომ- „показать церковь более древнею“. ( ი.ორბელი დასახ. ნაშრ. გვ. 218).
ასეა თუ ისე ძველი სომხური წარწერა გაუნადგურებიათ და გაუკეთებიათ ახალი სომხური წარწერა. ახალ სომხურ წარწერაში- სურბ-ასტვაწაწინის შემდეგში მეიდნის სურბ-გევორგის ეკლესიის აშენების თარიღი -ჩ-, რომლის რიცხვითი სახელია 700- შეუცვლიათ ასო -ძ-თი, რომელსაც შეესაბამება 80- რიცხვი, ამ მანიპულაცისს შედეგად ადრინდელი 1251 წლის ნაცვლად მიღებულია 80+551=631 წ. ე.ი მთელი 6 საუკუნით დააძველეს სურბ-გევორგის ეკლესია!...
პ. მურადიანი ამ მანიპულაციას ასე ხსნის - აქ ძველი სომხური წარწერის მცდარ წაკითხვასთან გვაქვს საქმე- სომხური ასო -ჩ-, რომლის რიცხვითი სახელია - 700, მათი მსგავსების გამო შეშლიათ და შეუცვლიათ ასო ძ-თი, რომელსაც შეესაბამება 80-რიცხვი. ამის შედეგად ადრინდელი 1251 წლის ნაცვლად ამ ეკლესიას უმეკის მიერ აშენების თარიღი მიღებული იქნა (631).
ბუნებრივია ისმის კითხვა- რა მიზეზით, რა მიზნით წაშალეს ძველი სომხური წარწერა? ვითომ სომეხი ოსტატები -ჩ- და ძ-ს ვერ არჩევდნენ?
ვფიქრობთ, ეს მანიპულაცია შეგნებულად არის გაკეთებული სურბ-გევორგის დაძველების მიზნით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ძველ სომხურ წარწერაში იყო მინიშნება სურბ-გევორგის ეკლესიის ადრე ქართულობის შესახებ...
აკად. ი. ორბელმა 1910 წელს სურბ-გევორგის ეკლესიის გალავანის აღმოსავლეთ ნაწილში, კედლის შიგნითა მხარეს ნახა ქვაჯვარი არაბული წარწერით- „ღმერთმა შეიწყალოს მუჰარემი, 1294.“ ი.ორბელის აზრით- ეს არაბული წარწერა ქრისტიანული საკულტო ძეგლის გალავანზე „явно армянского происхождения и в армянской (если не географической то топографической) среде …” მიუხედავად ძიებისა ვერ დაადგინა ი. ორბელმა მუჰარემს რა კავშირი ჰქონდა უმეკის საგვარეულოსთან ანდა სურბ-გევორგის გალავანის კედელზე ეს წარწერა რატომ იყო გაკეთებული, თანაც არაბულად. (избр труды т. I, 1963, ст. 217-22, Ереван).
ჩვენი აზრით ეს არაბული წარწერა არ უნდა ჩაესვათ სურბ-გევორგის კედელში, რადგან იგი ვერ განიხილება ამ ეკლესიის სომხურობის დამადასტურებელ წყაროდ, უფრო მეტიც სურბ- გევორგის ეკლესიის ადრიდან სომხურობას არაფრით არ ადასტურებს.
შემდეგი ცნობა სურბ-გევორგის შესახებ აქვს სომეხ არქიმანდიტრ ჰოვჰანის ერზინკიანაეცს (პლუზი), რომელსაც 1284 წელს სიტყვა წარმოუთქვამს დიდ ქალაქ ტიფლისში, ციური სხეულების მოძრაობის შესახებ დიდებული ეკლესიის კარზე. ეს ეკლესია უმეკმა ააშენაო.
როგორც აღვნიშნეთ, სურბ-გევორგი თავდაპირველად იყო ქართული ეკლესია, როგორც ჩანს ძველ სომხურ წარწერაში იყო რაღაც მინიშნება ამ ეკლესიის ქართულობის შესახებ და ამიტომ გაანადგურეს და გააკეთეს ახალი წარწერა. გ. აღაიანცი ფიქრობდა უმეკმა 1251 წელს კი არ ააშენა სურბ-გევორგი არამედ ძველზე დააშენა და გახდა სომხური. ეს მოხდა მონღოლების ბატონობის ხანში. ისე რომ ერზიანკაეცის ცნობა ახალს არაფერს იძლევა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კ. მათეოსიანი ცდილობს გაარკვიოს კათოლიკე ეკლესია სურბ-ასტვაწაწინს რატომ შეუცვალეს სახელი და უწოდეს სურბ-გევორგი. ეს ეკლესია XV ს-ში მოიხსენიება სურბ-ასტვაწაწინად (XVს-ის სომხურ ჰიშატაკარანები, ( ანდერძ-მინაწერები), შეადგინა ლ. ხაჩიკიანმა, ტ. I, 1967, ერევანი, გვ. 425).

კ.მათეოსიანს ამ ეკლესიის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით მოაქვს შემდეგი ცნობა- „უცხოელმა დამპყრობლებმა მრავალჯერ დაანგრიეს ეს ეკლესია და სომხეთს წაართვეს. 1617 წელს შაჰ-აბასის ლაშქარი შემოესია საქართველოს და აიღო ქალაქი თბილისი: რადგან ეს კათოლიკე ეკლესია ციხე-სიმაგრეში იყო, ნარიყალას ციტადელთან (შიდაციხესთან), ამიტომ საჭიროდ მიიჩნია სომხების ხელში არ დაეტოვებინა და მთლიანად წაართვა. ამ დროს სომხებმა ქალაქში მეორე მცირე კათოლიკე ეკლესია ააშენეს და უწოდეს ნორაშენი, რადგან ძველი კათოლიკე ეკლესია სურბ-გევორგი იმ მოედანზე მდებარეობდა, რომელსაც თათრის მოედანს უწოდებდნენ, ჩვენს სომეხ ქალებს არ ეკადრებოდათ.
თურქებში გავლა, ამიტომ მოისურვეს ქალაქში კათოლიკე ეკლესიის აშენება, რომელიც ნამდვილ სომხურ უბანში მდებარეობდა. აგრეთვე იმისთვის, რომ ქალები თურქების თვალთაგან შორს ყოფილიყვნენ (ჟურ. „არარატი“, 1850, N4, გვ. 52-53).
საყურადღებო ცნობაა, მაგრამ ამ ცნობის ავტორი (ფიქრობენ ავტორი იყო რედაქტორი გაბრიელ პატკანიანი, ის იყო აგრეთვე ნორაშენის მოძღვარი და ნერსესიანის სკოლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებელი, მას ამ ინფორმაციას არც წერილობითი და არც ზეპირი წყარო მითითებული არ აქვს).
აქვე მოგვაქვს ქართველი სასულიერო პირის ეგ. იოსელიანის ანალოგიური ცნობა ნორაშენის შესახებ „ ეს ეკლესია დაწყებული საფუძვლითურთ პირველ ხოჯა ნაზრასაგან ვიდმე და მერე მას ზედა აღშენებული და შესრულებული ტფილისის სამრეკლოსა დედათა და მამათა მოგროვებულთა.... სარგებლითა წელსა 1737-სა და შემდოგომდცა ვითარმე აქნომამდე ჯერეთაც შენების„
ეს ორი ზეპირი ცნობა ერთმანეთს ავსებს, რადგან ეგ. იოსელიანი წერს „იგი აღშენებული და შესრულებული იქნა ტფილისის სამრეკლოსა და დედათა და მამათაგან მოგროვებულთა წარსაგებელთა წელსა 1737-სა“....
როგორც ჩანს თბილისის მოქალაქეებს- „დედათა და მამათა“ შეუგროვებიათ თანხა და აუშენებიათ ნორაშენის ეკლესია.
შეუძლებელია არ ითქვას მათეოსიანის შემდეგი კომენტარის შესახებ- „ეკლესიამ, თავისი ძირითადი სახელწოდებების გარდა დამატებითი სახელწოდებები მიიღო ადგილ-მდებარეობის გამო, კერძოდ მეიდნის სურბ-გევორგის ეკლესია, რადგანაც იდგა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაარსებული ქალაქის მოედანზე (მეიდანი), რომელიც დღემდე არის. ეკლესიის მდებარეობის ამგვარი მითითება საჭირო იყო, რომ გაერჩიათ XV ს-ში აგებული მუღნის სურბ-გევორგისაგან, აგრეთვე მოშორებით აშენებული სურბ-გევორგისაგან. მისი მეორე სახელწოდება- „ბერდი მეწ ეკეღეცი“ (ციხის დიდი ეკლესია), რადგანაც მდებარეობს ნარიყალის ციხე-სიმაგრის ძირას და ასეთი სახელწოდება მიიღო, რათა გაერჩიათ ჯერ კიდევ VIIIს-ში, მოხსენიებული ციხის მცირე ეკლესიისაგან, რომელიც ცნობილი იყო სურბ-ჰრეშტაკაპეტაც (წმ. მთავარანგელოზის) ანუ ქარასანაც (წმ. ორმოცთა) სახელწოდებით (კ.მათეოსიანი- „თბილისის მეიდნის „სურბ-გევორგის“ ეკლესია 2015).
ამ ამონარიდის მიხედვით მათეოსიანმა ხელის ერთი მოსმით ჩამოთვლილი ეკლესიები სომხურად გამოაცხადა და რაც რბილად, რომ ვთქვათ შეცდომაა. შეცდომაა რადგან ამ ეკლესიების შესახებ არსებულ ქართულ და რუსულ სამეცნიერო ლიტერატურას არ იცნობს და გამოყენებული აქვს მხოლოდ ტენდენციური სომხურენოვანი შრომები.
კ. მათეოსიანს მოაქვს კათალიკოს სიმეონ ერევანეცის თხზულებიდან შემდეგი ამონარიდი- „1765 წელს ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან სპარსი მეციხოვნეების განდევნის შემდეგ ერეკლე II-მეიდნის სურბ-გევორგის ეკლესია დაუბრუნა სომხებს (კათალიკოს სიმონ ერევანეცი- „ჯამბარ“, ერევანი, 2003, გვ. 69). ამის შემდეგ აკეთებს კომენტარს „ერეკლეII (ირაკლი) ბაგრატუნი (1744-1761) კახთა მეფე 1762-1798წ.წ. ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მოსაყდრე“ (გვ.5).
მეფე ერეკლე II-ის ბაგრატუნად მოხსენიება (ბაგრატიონების გვარის სომხური ფორმა არის ბ.ა.) და საერთოდ ამ ქართველთა სამეფო გვარის ბაგრატუნად გადანათვლამ სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში, აქედან უცხოურში სისტემური ხასიათი მიიღო. მიუხედავად იმისა ქართველმა ისტორიკოსებმა არაერთგზის დაასაბუთეს მას არავითარი ისტორიული და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ სომეხი მეცნიერები ჯიუტად მაინც თავისას განაგრძობენ.
ვფიქრობ საჭიროა, სპეციალური მონოგრაფია უნდა მიეძღვნას ამ საკითხს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კ. მათეოსიანი წერს- საიათნოვა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს სურბ-გევორგის ეკლესიის კრების წინ მოკლესო.
ეს თქმულება შეტანილია გ.ახვერდიანის და სხვა ავტორთა თხზულებაში, მაგრამ პოეტ-აკადემიკოსმა გ. ლეონიძემ („საათლამა 1930), პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგმა, საიათნოვა, ბიოგრაფია 1930), აკად. ალ. ბარამიძე, „საიათნოვა 1963). პროფ. ბ. არველაძე (საიათნოვა 1978) და სხვა მეცნიერ-მკვლევარებმა საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით დაამტკიცეს, საიათნოვა მოწამეობრივი სიკვდილით არ აღსრულებულა 1795 წელს, იგი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა ახპატის მონასტერში 1801წელს.
კ. მათეოსიანი რასაც საიათნოვას საფლავს უწოდებს, ეს არის ოვ. თუმანიანის ინიციატივით 1915 წლის მაისში გაკეთებული საიათნოვას საფლავის სიმბოლური დაფა და მეტი არაფერი.
არ იქნებოდა ურიგო მათეოსიანი საითნოვას შესახებ არსებულ სომხურ სამეცნიერო ლიტერატურის გარდა ქართულსაც გაცნობოდა და ისე დაეწერა ეს ნარკვევი.
მეიდნის სურბ-გევორგის ტაძრის „არქიტექტურულ დეტალებსა და დეკორაციულ მორთულობაში აშკარად იკვეთება ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი. ამჟამად ტაძრის შიდა სივრცეშიც გარე მასებშიც ერთი დეტალიც კი არ მოიპოვება, გვიანი შუა საუკუნეებზე უფრო ადრინდელ პერიოდზე, რომ მიგვანიშნებდეს. გეგმაც „ვერ ამბობს“ ამ მხრივ გადაჭრით რამეს, როგორც ვხედავთ ისიც აგების საკვანძო მომენტში XVს-ის ქართულ კუპოლჰალეებს ჰგავს: ციხის დიდი ტაძრის - სურბ- გევორგის კომპოზიცია თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც სომეხი, ისე ქართველი ხუროთმოძღვრის მონაფიქრი, მაგრამ შეიძლება ერთმნიშვნელად განვაცხადოთ, რომ მის საერთო სახეს ქართული ხუროთმოძღვრული გარემო აყალიბებს, რამდენადაც ეპოქისთვის სახასიათო არქიტექტურის თავისებურებანი მასზე შეუვალად არის ასახული“.
ხელოვნებათმცოდნე ნ.გენგიურის მოსაზრება გასაზიარებელია, რადგან სურბ-გევორგის არქიტექტურულ ანსამბლში უფრო მეტია ქართული ვიდრე სომხური.
ვფიქრობთ, სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს რომელიმე ქართველი მეფის სიგელი ან საისტორიო წყარო მეიდნის სურბ-გევორგის პირველად აშენების ნებართვის თაობაზე. ვიდრე, ამგვარ საბუთს არ წარმოადგენს მისი გადაცემის საკითხი არ უნდა დაისვას.

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები