პოლიტიკა
18.11.19 16:30
„გერმანული მოდელი“ არის მთლიანად პროპორციული სისტემა, 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორცილი წესით, ხოლო კონსტიტუციაში წერია, რომ პროპორციული წესით 77 მანდატი ნაწილდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 77 უდრის 150-ს.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, განცხადება გააკეთა გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ეს განცხადება იყო ძალიან მკაფიო. ჩვენ ვერ შევალთ საკონსტიტუციო პროცესში, ვერ შევალთ საარჩევნო სისტემის განხილვაში. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია და მკაფიო განცხადება ამასთან დაკავშირებით გაკეთდა. მოქმედ კონსტიტუციაში წერია მარტივი რამ – აქ არის დადგენილი ე.წ პარალელური კენჭისყრის სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 მანდატი ნაწილდება მაჟორიტარული წესით. დააკვირდით, სიაზე კი არ არის საუბარი. გერმანული სისტემა არის აბსოლუტურად განსხვავებული და ამიტომ ეწოდება მას არა პროპოrციულ-მაჟორიტარული, არამედ პერსონალიზებული პროპორცილი სისტემა. მთლიანად პროპორციულია მანდატების განაწილების წესი. გერმანული მოდელის თანახმად, 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, უბრალოდ პერსონალურად.
აქედან, 73 მანდატი მიენიჭება იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან არჩეული ერთმანდატიან ოლქებში. 150 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, კონსტიტუციაში გვიწერია 73 მანდატი. 73 არ უდრის 150-ს. ეს იციან იმ იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ეს იციან სხვებმაც და მათ, სამწუხაროდ, შეცდომაში შეყავთ საზოგადოება. ერთადერთი მთავარი არსი და განსხვავება გერმანულ სისტემაში არის ის, რომ თუ გადააჭარბა მაჟორიტარების რაოდენობამ პროპორციული სიით გასული დეპუტატების რაოდენობას, ამ შემთხვევაში იზრდება სიითი შემადგენლობა. 150-ის მაგივრად არის 160, შეიძლება იყოს 170. ეს არის განსხვავება და ოპოზიცია ამბობს, რომ 150-ზე დააფიქსირებენ. გერმანული მოდელი უნდათ, რადგან ეს არის მთლიანად პროპორციული სისტემა. ანუ 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორცილი წესით და კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით. დღეს ოპოზიცია გვიმტკიცებს, რომ 77 უდრის 150-ს. ვერ დავიჯერებ, ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის დილეტანტობის ბრალი, ალბათ ისინი ატყუებენ საზოგადოებას.
მინდა, დავიჯერო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და არა დილეტანტობის შედეგი. ეს თუ დილეტანტობაა, უფრო მძიმედ გვქონია საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 82
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24