პოლიტიკა

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

18.11.19 18:00


პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი გუშინდელი საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები