პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა ხალხი, საერთოდ არ იქნებოდა რუსთაველზე აქციები

19.11.19 10:00


ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება.

ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა ხალხი, საერთოდ არ იქნებოდა რუსთაველზე აქციები, - ამის შესახებ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია დგას დღეს ერთად.

„ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, თურმე რა კარგად დაუშლიათ აქცია. კი ბატონო, ძალიან პროფესიულად დაშალეს და ამით ვიყოთ ბედნიერი და იმით, რომ თვალი არ დაგვთხარეს?! დალაპარაკებით რომ დაგვლაპარაკებოდით თქვენ და თქვენი მონები?! ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობს და ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი. ტყუილს ამბობს ხელისუფლება, ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ყველა უნდა დადგეს არა რომელიმე პარტიის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი და დიპლომატებმა ეს იციან ძალიან კარგად. თუ ასე გაგრძელდა და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველას იგნორირება დიპლომატების, საერთაშორისო საზოგადოების, ოპოზიციის, მაშინ არჩევნები აზრს დაკარგავს. დიპლომატები ეთანხმებიან იმას, რომ დიალოგი აუცილებელია", - განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები