პოლიტიკა

კენეტ იალოვიცი: საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს

19.11.19 11:00


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის განცხადებით, საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯებს უკან დგამს.

დიპლომატი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს პროტესტი.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით",- აღნიშნა იალოვიცმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები